TikTok გათამაშება - Big Sam's ბიგ სემი

გათამაშება დაიწყება 24 ოქტომბერს და გაგრძელდება 30 ნოემბერის ჩათვლით. გამარჯვებულები 8 დეკემბერს გამოვლინდებიან

აუცილებელია, რომ ყველა ვიდეო იყოს ბიგ სემის ბრენდის თემატიკის, ჩანდეს ბიგ სემის ფილიალი; შეფუთვა; კერძები ან ნახსენები ან/და გამოჩენილი იყოს ბიგ სემი(გახმოვანდეს ვიდეო)

კამპანიის ფარგლებში TikTok სოციალურ ქსელში კონტენტი უნდა განთავსდეს შემდეგი ჰეშთეგით - #bigsamschallenge  

ბიგ სემი მონაწილეებს -40% ფასდაკლებას სთავაზობს, ადგილზე გადაღებული ვიდეოებისთვის საჭირო კერძებზე. ასევე მსურველებს ფილიალში დახვდებათ შტატივი, მიკროფონი და მცირე ზომის განათება

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც იყენებს Tik-Tok პლატფორმას.  შეძლებს პოსტების ნახვების/წვდომის (Reach) სტატისტიკის მოწოდებას,ფოტო და  ვიდეო სქრინების სახით მეილზე tiktokchallenge@bigsams.ge  

მნიშვნელოვანია, რომ მონაწილემ კამპანიის დაწყებამდე ანგარიშები (Accounts) გადაიყვანოს შესაბამის რეჟიმში (Setting & privacy -> Account ->Swich to business account), რომ შეძლოს სტატისტიკების მიღება და შედეგების დადასტურება.  

მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ ბიგ სემის ოფიციალურ ტიკტოკ გვერდთან კოლაბორაცია, ასევე ბიგ სემი უფლებას იტოვებს საკუთარი შეხედულებით გადააზიაროს(repost) ბრენდისთვის საინტერესო ვიდეოები

გათამაშება ტარდება მხოლოდ ტიკ ტოკ- (Tik Tok )პლატფორმაზე

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

პროექტში მონაწილეობა არ შეუძლია: ინფლუენსერებს რომლებსაც გასული 6 თვის მანძილზე უთანამშრომლიათ ბიგ სემთან

არ ჩაითვლება კონკურენტი კომპანიის ან სხვა კომპანიის იმიჯის დამაზიანებელი კონტენტი 

 



ყველაზე მეტი ნახვა ჯამურად 20 000 ლარი

 პრიზის მოსაგებად საჭიროა, დააგროვოთ მაქსიმალური ჯამური რაოდენობა: ნებისმიერი რაოდენობის ვიდეოების ნახვების ჯამი უნდა იყოს ყველაზე მეტი

პრიზის მისაღბად აუცილებელი პირობაა: კამპანიის პერიოდში მონაწილის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ჯამური ნახვა უნდა აჭარბებდეს 2 მილიონ ნახვას/წვდომას(Reach)  

გამარჯვების პრეტენდენტმა საკუთარი გვერდის ლინკი და სტატისტიკა-  ფოტო და  ვიდეო სქრინების სახით უნდა გამოაგზავნოს მეილზე tiktokchallenge@bigsams.ge 


საუკეთესო დამწყები კრეატორი 10 000 ₾ 

პრიზის მოგება შეუძლიათ მხოლოდ იმ კონტენტ კრეატორებს(ექაუნთებს) რომლებსაც ყავთ 20 000 ან ნაკლები გამომწერი. 

მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს სქრინ ვიდეო და ფოტო, რომელიც მონაწილეობის დაწყებამდეა გადაღბული და ადასტურებს 20 000 ან ნაკლები გამომწერს გვერდზე. 

გამარჯვების პრეტენდენტმა საკუთარი გვერდის ლინკი და სტატისტიკა- ფოტო და  ვიდეო სქრინების სახით უნდა გამოაგზავნოს მეილზე tiktokchallenge@bigsams.ge 

თუკი ამ კატეგორიის მონაწილე დააგროვებს ყველაზე მეტ ნახვას ჯამურად, მოიგებს 20 000 ₾ და პრიზი გადავა შემდეგ კრეატორზე, რომელმაც 20 000 გამომწერზე ნაკლები გვერდით დაიწყო და დააგროვა ყველაზე მეტი ნახვა

  პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა: კამპანიის პერიოდში მონაწილის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ჯამური ნახვა უნდა აჭარბებდეს  1 მილიონ ნახვას/წვდომას (Reach) 

10 000 ₾ კრეატორის კონტრაქტი ბიგ სემთან

შესაძლებლობა გახდე პროფენიონალი და ანაზღაურებადი ფუდ კონტენტ კრეატორი, ჩაიბარო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვერდი

ამ პრიზის პრეტენდენტს უნდა ქონდეს ატვირთული მინიმუმ 1 ვიდეო რომელიმე ფილიალიდან ( საბურთალოს, ვაკის ან/და რუსთაველის ფილიალები) და მინიმუმ 1 ვიდეო შეფუთული კერძების გახსნის. ყველა ვიდეოზე უნდა გამოიყენოს ჰეშთეგი #bigsamscreator

გამარჯვებულს გამოავლენს ბიგ სემი. 

კონტრაქტი მოიცავს 30 კონტენტ ვიდეოს ბიგ სემისთვის, 3 თვის მანძილზე. ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში ავტომატურად 3 თვის გახანგრძლივებით

 პრეტენდენტმა უნდა  მოამზადოს და მოგვაწოდოს მოკლე პრეზენტაცია როგორი იქნება მასთან კოლაბორაციით ბიგ სემის კონტენტი. ასევე სტატისტიკა- ფოტო და  ვიდეო სქრინების სახით უნდა გამოაგზავნოს მეილზე tiktokchallenge@bigsams.ge 

აღნიშნული პრიზების თანხები მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს

მონაწილეების მიერ გადაღებული კონტენტი უნდა იყოს ახალი, ორიგინალური, დადებითი განწყობის შემქმნელი, მრავალფეროვანი და კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში გადაღებული (საჭიროების შემთხვევაში მონაწილემ უნდა შეძლოს აღნიშნულის დადასტურება), წარმოაჩენდეს ბრენდს პოზიტიურად; დაკავშირებული ბიგ სემის კერძების მირთმევასთან და ასტიმულირებდეს მათ გამომწერებს, ესტუმრონ ან გამოიძახონ ბიგ სემის კერძები. პოსტების აღწერა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე

მონაწილის მიერ პროექტის ფარგლებში განთავსებული მასალები უნდა იყოს მისი საკუთრება

პროექტის განმავლობაში შექმნილი კონტენტი არ უნდა შეიცავდეს: თემატიკას, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული კამპანიის მიზნებსა და მოქმედ კანონმდებლობას (ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალურიკუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს,ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას,რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.).ნუდს (შიშველ ფოტოებს);

კამპანიის ფარგლებში და შედეგების დათვლისას, არ ჩაითვლება, სოციალური, პოლიტიკური, საქველმოქმედო შინაარსის მქონე პოსტები

პოსტებზე წვდომების (reach) დასაგროვებლად/გასაზრდელად, მონაწილემ არ უნდა დაარეკლამოს პოსტი,  დარეკლამებული პოსტები და დარეკლამებული კონტენტის შედეგები არ განიხილება და პოსტი კამპანიის ნაწილად არ ჩაითვლება. ასევე აკრძალულია ყალბი გვერდებით/ ექაუნთებით ნახვების მაჩვენებლის ხელოვნურად გაზრდა

მონაწილის მიერ არაკეთილსინდისიერი გზით წვდომების მოპოვების მცდელობის შემთხვევაში, ბიგ სემი უფლებას იტოვებს არ განიხილოს კონკრეტული პოსტი კამპანიის შედეგების დათვლისას, ან მოხსნას მონაწილე კამპანიიდან

ბიგ სემი უფლებას იტოვებს, პოსტები, რომლებიც არ ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულ წესებსა და პირობებს, არ განიხილოს კამპანიის შედეგების ანალიზისას

მონაწილე საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდება და საფასურს მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სქრინებზე არსებული მონაცემები გადამოწმდება მათივე ანგარიშებზე, ბიგ სემის გუნდთან ერთად, გადამოწმების ფორმა წინასწარ ეცნობება მონაწილეებს

 იმ შემთხვევაში, თუკი სქრინებზე არსებული მონაცემები რეალურ მაჩვენებელზე მეტია, ბიგ სემი უფლებას იტოვებს გამარჯვებულად გამოაცხადოს შემდეგ ადგილზე მყოფი მონაწილე

გამარჯვებულის გამოვლენისას, თუკი ორ მონაწილეს აღმოაჩნდება ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის წვდომა, უპირატესობა მიენიჭება მონაწილეს, ვინც პირველმა ატვირთა აღნიშნულის დამადასტურებელი სქრინები ვებგვერდზე. თუკი მეილები მოვიდა იდენტურ დროს, გაიმარჯვებს მონაწილე ვისაც ექნება მეტი იმპრესია/კომენტარი/რეიტინგი

დაითვლება მხოლოდ წინამდებარე წესებით განსაზღვრულ კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში განთავსებული პოსტების წვდომების რაოდენობა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ბიგ სემის ტიკტოკ გვერდის ლაივში კამპანიის 2025 წლის 8  დეკემბერს

ბიგ სემი უფლებას იტოვებს, პროექტის განმავლობაში მონაწილეების მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებული კონტენტი გამოიყენოს ბრენდის პოპულარიზაციისთვის

არასრულწლოვანი მონაწილის შემთხვევაში აუცილებელია მშობლების/კანონიერი წარმოამდგენლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

 ბიგ სემი არ ანაზღაურებს პროექტის მონაწილეების შეკვეთების, ვიდეოს გადაღების თუ სხვა ხარჯებს